კიდევ ერთხელ გვასახელა ქართული ჭადრაკის ლეგენდამ ნონა გაფრინდაშვილმა! უბერებელი ჩემპიონი, ბარსელონაში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე 65+ ასაკის ქალთა შორის პირველ ადგილზე გავიდა 9-დან 5,5 ქულით. მეორე ადგილზე ელენა ფატალიბეკოვა (რუსეთი) განთავსდა 4,5 ქულით, ხოლო მესამეზე ირინა კაბანოვა (რუსეთი) – 3 ქულით.
ვერცხლის მედალი დაისაკუთრა ამავე ასაკის ვაჟთა შორის მოასპარეზე თამაზ გიორგაძემ – 7 ქულით. ქართველი დიდოსტატი ნახევარი ქულით ჩამორჩა ნილს-გუსტაფ რემანს (შვედეთი). ხოლო, მესამეზე 6,5 ქქულით ევგენი ვასიუკოვი (რუსეთი) განთავსდა.
ჩემპიონატის ტექნიკური შედეგები:
50+ ვაჟები:
1.კარენ მოვსისიანი (სომხეთი) – 7 ქულა;
2.ევგენი კალეგინი (რუსეთი) – 6,5 ქულა;
3.გენადი ტუნიკი (რუსეთი) – 6,5 ქულა……9.ზურაბ სტურუა – 5,5, ქულა;
50+ ქალები
1.გალინა სტრუტინსკაია (რუსეთი) – 7 ქულა;
2.ელვირა ბერენდ (ლუქსემბურგი) – 6,5 ქულა;
3.მარინა ასეევა (რუსეთი) – 6 ქულა… 9.ციალა ქასოშვილი – 4,5 ქულა.