- Advertisement -

ჭიაბერაშვილი:ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის გამოყოფამ ქვეყანას ფინანსური ზარალი მიაყენა

622

 

"ქართულ ოცნებას" აქვს უნიკალურად მავნებლური უნარი, რაღაც გააფუჭოს და მერე თავის სიტყვების და პოლიტიკის უკან წაღება შემოგვასაღოს, როგორც ნაბიჯი წინ,“- ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის გამოყოფასთან დაკავშირებით განაცხადა.

"სინამდვილეში, ქვეყანამ რა ზიანიც მიიღო, ეს იყო ინვესტორთა ნდობის დაკარგვა, საერთაშორისო საფინასნო ინსტიტუტების ნდობის დაკარგვა, ეს ასახულია ლარის ვარდნაშიც, ფასების ზრდაშიც და ეკონომიკური ზრდის შემცირებაში. ამ ზიანს მხოლოდ ეს ნაბიჯი ვერ გამოასწორებს, ზიანის გამოსწორება მხოლოდ ხელისუფლების შეცვლაა", – აღნიშნა ზურაბ ჭიაბერაშვილმა. 

ცნობისთვის, დღეს პარლამენტი საბანკო ზედამხედველობის ფუნქციის ეროვნული ბანკისთვის დაბუნებაზე იმსჯელებს. 

პარლამენტში კანონპროექტი დარეგისტრირდა, რომელიც აღნიშნულს ითვალისწინებს. 

ცვლილებებით კანონიდან ხდება ყველა იმ ნორმის ამოღება, რომლის გათვალისწინებით, საფინანსო სექტორის ზედამხედველობა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უნდა განეხორციელებინა.

ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს არ უფუნქციონირია. ცვლილებები, რომელიც კანონში წელიწადნახევრის წინ შევიდა, საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩერა.

Comments
Loading...