- Advertisement -

ჭიაბერაშვილი აფხაზეთის რკინიგზის შესახებ: ხელისუფლება ვალდებულია საჯაროდ თქვას სიმართლე

604

"მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლების მიმართ არის უნდობლობა, რომ ის ყველაფერს უთმობს რუსეთს. ამის შესახებ ზურაბ ჭიაბერაშვილმა აფხაზეთის რკინიგზის შესაძლო აღდეგნასთან დაკავშირებით რუსთავი 2-თან განაცხადა. 

"არის კი დაცული საქართველოს ეროვნული ინტერესები მაშინ, როცა სომხეთი და რუსეთი ერთმანეთთან რაღაც საკითხს აგვარებენ და საქართველომ ამას უბრალო კვერი უნდა დაუკრას.

საქართველოს დღეს მართავს ხელისუფლება, რომლის მიმართაც არსებობს ძალიან დიდი უნდობლობა, რომ ის ყველაფერს უთმობს რუსეთს. ეს გაზპრომის მაგალითზე კარგად გამოჩნდა. ამიტომ, ამ საკითხშიც საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია საჯაროდ თქვას სიმართლე, რა გარიგებასთან გვაქვს საქმე",-განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა. 

Comments
Loading...