- Advertisement -

ჭიაბერაშვილი: დიპლომატიური ძალისხმევის შედეგად რუსეთს მეტი პოლიტიკური ფასის გადახდა უწევს

495

რუსეთის ქმედებების მიმართ "მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს" წარომადგენელი ზურაბ ჭიაბერაშვილი გაეროს უშიშროების საბჭოს წევრების პოზიციას ეხმიანება და აცხადებს, რომ დიპლომატიური ძალისხმევის შემთხვევაში რუსეთს მეტი პოლიტიკური ფასის გადახდა უწევს. 

"რუსეთის თავხედობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ოკუპირებული ხაზის გასწვრივ ადამიანების გატაცება, გადასასვლელების დახურვა, სამხედრო მშენებლობა, რეფერენდუმების ჩატარება, ეს გამოწვეულია იმით, როდესაც საქართველო პასიურობს საერთაშორისო ასპარეზზე, მაგრამ თუ არის ასეთი დიპლომატიური ძალისხმევა, რომელსაც ახლა ვხედავთ და რომლის არყოფნას განვილი წლების განმავლობაში ვხედავთ, ბუნებრივია რუსეთს მეტი პოლიტიკური ფასის გადახდა უწევს. ასეთ პირობებში, ბუნებრივია, რუსეთი უფრო შეკავებული იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე",-განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა. 

გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრებმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენები დაგმეს.

Comments
Loading...