- Advertisement -

ჭიაბერაშვილი: ეკონომიკური ზრდის ამ ტემპით მოქალაქეთა დიდი ნაწილი სიღარიბეს თავს ვერ დააღწევს

670

"მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს" წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებულ ეკონომიკურ მაჩვენებლებს აფასებს და აცხადებს, რომ ეკონომიკა დგას, ფასები კი იზრდება და ხალხი გაჭირვებას თავს ვერ აღწევს.

“საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2017 წლის იანვარში, წინა წლის იანვართან შედარებით, ეკონომიკა 5.2%-ით გაიზარდა. 2016 წლის იანვარი იმდენად „მკვდარი თვე“ იყო (0.8% ზრდა), რომ მასთან შედარება დამშვიდების საფუძველს ვერ მოგვცემს. იმავდროულად, ეკონომიკური ზრდის ამ ტემპით, საქართველო ათწლეულების განმავლობაში ღარიბ ქვეყნად დარჩება და მოქალაქეთა უდიდესი ნაწილი სიღარიბეს თავს ვერ დააღწევს.

ასეთი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა ბიძინა ივანიშვილის მთავრობის არაკომპეტენტური, გაუმართლებელი და მავნებლური ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია, რასაც ადამიანები, უკვე მეხუთე წელია, საკუთარ ჯიბეზე გრძნობენ. საქართველოში შექმნილი ეკონომიკური კრიზისი უკვე აისახა საერთშორისო რეიტინგებზეც. „ბლუმბერგის“ გლობალური რისკების რეიტინგში საქართველო ინვესტიციებისათვის ყველაზე სარისკო ქვეყნების ჯგუფში აღმოჩნდა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ჯიუტად უარს ამბობს გადასახადების შემცირებასა და საბიუჯეტო ხარჯების ფლანგვის პრაქტიკის დასრულებაზე, რაც ასეთი ეკონომიკური კრიზისის დროს აუცილებლად გადასადგმელი ნაბიჯებია,” – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

Comments
Loading...