- Advertisement -

ჭიაბერაშვილი მიწების უცხოელებზე მიყიდვის აკძალვაზე: გლეხი რჩება წაგებული

622

"ეს პრობლემა საქართველოს ედგა 19-ე საუკუნეშიც, როცა ყველაზე დიდი პატრიოტი ილია ჭავჭავაძე ლაპარაკობდა სწორედ ამაზე, რომ უგუნურებაა ამ აკრძალვის შემოტანა, იმიტომ რომ ყველაზე მეტად დაზარალება გლეხი",-ამის შესახებ მიწების უცხოელებზე გასხვისებასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო აკრძალვაზე ევროპული საქართველოს" წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა "განსხვავებულ აქცენტებში" განაცხადა. 

მისივე თქმით, ამ აკრძალვით ყველა შემთხვევაში გლეხი დარჩება დაგებული, მთავრობა კი მოგებული. 

"მას პატრიოტობაში ნურავინ შეეჯიბრება, თან ერთი რამ არ დაგვავიწყდეს, მაშინ საქართველოს არ ჰქონდა დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი და დღეს ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა, ქართველები წყვეტენ აქ რა კანონები იქნება, შესაბამისად, ეს შიშები ჩემი აზრით ტყუილი და მოგონილი შიშებია. 

გლეხი თუ წააგებს, მოგებული დარჩება მთავრობა, რომელიც ისედაც კორუმპირებულია, ისედაც გაუზარდა გადასახადები გლეხს, წელს გლეხს რომ მოხვნა დასჭირდა და წავიდა და დიზელის ფასი გაიგო, შეხედა, რომ მთავრობამ რომ ბენზინზე და დიზელზე აქციზი გაზარდა, დიზელის და ბენზინის ფასი გაიზრდა, ამიტომ ტრაქტორს მეტი დასჭირდა, მეტი დასჭირდა მოხვნასაც, ამიტომ ჩემი ვარაუდით, წელსაც ნაკლები მიწა მოიხვნებოდა. შესაბამისად, მთავრობა გლეხს გაურთულა ცხოვრება, სოფლად სიღარიბემ მოიმატა, სიღარიბე გლეხს მაინც აიძულებს, რომ მიწა გაყიდოს, ოღონდ მყიდველი იქნება ფარცხალაძე, ივანიშვილი, მისი დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი. ვაი-პატრიოტები იტყვიან, რომ აი ქართველს დარჩა მიწა, მაგრამ ჩვენ რა გვინდა, რომ პატიოსანი ფერერო მოვიდეს იტალიელი ბიზნესმენი, რომლის ინვესტიციამ სამეგრელოში თხილის ბიზნესი განავითარა, ფასი აწია და ათი ათასობით ოჯახი სამეგრელოში ამით ირჩენს თავს, მოვიდეს პატიოსანი მეორე ინვესტორი ფრაგი, რომლმაც ღვინის ინდუსტრიაში ფული ჩადო კახეთში და ხელი შეუწყო ხარისხის განვითარებას, რომ ყურძნის ფასმა აიწიოს, მაშინ ა ხალხს ვუთრათ რომ თქვენ არ გვინდიხართ, ფაცხალაძეების, ივანიშვილების და მამაცაშვილების გამო. სინამდვილეში ყველა გათვლა მიუთითებს იმაზე, რომ გლეხი ამით რჩება წაგებული,“-განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა. 

Comments
Loading...