"რა მათემატიკა იდგა იმის უკან, რომ გაზის ტარიფი 25 თეთრი უნდა გამხდარიყო?!"-ასე მიმართა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ხელისუფლებას ქუთაისში, საკონსტიტუციო პროექტის საყოველთაო განხილვისას.
"დავიწყებ იმით რაც ითქვა მათემატიკაზე. იმ ხალხს, ვისაც მათემატიკასთან დაკავშირებით ბატონ სერგისთან (კაპანაძესთან) ჰქონდა შეკითხვები, როდესაც მან წარმოგიდგინათ რამხელა საფრთხეს შეიცავს შემოთავაზებული პროექტი. თქვენ სერგის დაუწუნეთ მათემატიკა. მე მინდა დავსვა შეკითხვა და მიპასუხოს ამ დარბაზში მყოფმა ადამიანებმა, გნებავთ სცენაზე მყოფმა ადამიანებმა და გნებავთ დარბაზმა. რა მათემატიკა იდგა იმის უკან, რომ გაზის ტარიფი 25 თეთრი უნდა გამხდარიყო. რა მათემატიკა იდგა ამ ყველაფერის უკან. აქ იხამრეს ტერმინი ჩვენ მიერ გამოთქმულ ფრაზებთან დაკავშირებით, რომ ეს არის უპასუხისმგებლობა ან დემაგოგია, მაგრამ კარგად უნდა გვესმოდეს რა სიტყვებია უპასუხისმგებლობა და დემაგოგია", – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.