- Advertisement -

ჭიაბერაშვილი: “ოცნებას” სურს მიაფუჩეჩოს პრეზიდენტის გამოსვლა და არ ჩატარდეს დებატების რეჟიმში

510

"მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" ცდილობს პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა დებატების რეჟიმში არ ჩატარდეს. 

„ქართული ოცნება ცდილობს, რომ მიაფუჩეჩოს პრეზიდენტის გამოსვლა და ის არ ჩატარდეს პოლიტიკური დებატების რეჟიმში. გარდა იმ საკითხებისა, რომელიც უკავშირდება დემოკრატიულ განვითარებას, სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებს, მედიაპლურალიზმს, პირველი ამოცანა იქნება ჩვენი, ყურადღება გავამახვილოთ ეკონომიკაზე",-განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა. 

პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში 7 აპრილს არის დაგეგმილი. 

Comments
Loading...