- Advertisement -

ჭიაბერაშვილი: “ოცნების” დაპირებული კეთილდღეობის ნაცვლად სახეზეა ცხოვრების გაძვირება

392

“ქართული ოცნების” დაპირებული სწრაფი განვითარება იმაში გამოიხატება, რომ საგარეო ვაჭრობაში 2013 წლის დონეზე ვართ, ხოლო კეთილდღეობის ნაცვლად სახეზეა ცხოვრების გაძვირება,” – ასეთია “ევროპული საქართველოს” წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის შეფასება საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. 

"საქსტატის ინფორმაციით, 2017 წლის იანვარ-ივნისის საგარეო ვაჭრობის მონაცემები ცხადყოფს, რომ ქვეყანა 2013 წლის დონეზეა. სამაგიეროდ, ფასებზე წლიურმა ზრდამ ივნისში 7,1% შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ პრაქტიკულად ყველაფერი, რასაც სასურსათო მაღაზიებსა თუ აფთიაქებში ჩვენი მოქალაქეები ყიდულობენ, კიდევ გაძვირდა. სამწუხაროდ, გაზის ტარიფის გაზრდა საქართველოს ქალაქებისა და რაიონების დიდ ნაწილში კიდევ უფრო გაუძვირებს ცხოვრებას ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობას. ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პერიოდში ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა მცირდება: ოჯახების შემოსავალი არ იმატებს, ხარჯი კი იზრდება.

"საქსტატის" მონაცემებით, 2017 წლის ივნისში, წინა წლის ივნისთან შედარებით, ოთხსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი თვეში 30 ლარით გაიზარდა. რა არის გამოსავალი? გამოსავალია “ევროპული საქართველოს” მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაზე, უმუშევრობის შემცირებაზე, ფასების დასტაბილურებასა და მოქალაქეთა შემოსავლების ზრდაზეა ორიენტირებული",-აღნიშნავს ზურაბ ჭიაბერაშვილი. 

Comments
Loading...