"ასი ათასობით ოჯახი დააზარალა პირადად ქუმსიშვილმა, კვირიკაშვილმა და სხვებმა გატარებული არასწორი ეკონომიკური პოლიტიკით",-ამის შესახებ "მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველო" წარმომადგენელი ზურაბ ჭიაბერაშვილი ლარიზაციის პროგრამასთან დაკავშირებით აცხადებს.
"მინდა დავუსვა ძალიან მარტივი კითხვა დიმიტრი ქუმსიშვილს, მხოლოდ 4500 ოჯახია საქართველოში, რომელიც დაზარალდა "ქართული ოცნების" მავნებლური და არასწორი ეკონომიკური პოლიტიკით, რამაც გამოიწვია ლარის გაუფასურება, ფასების ზრდა, კრედიტების ვერგადახდა? არის გაცილებით დიდი რაოდენობა, ათი და ასი ათასობით ასეთი ოჯახი. შესაბამისად, 60 მილიონის დახარჯვა 4500 ოჯახზე, რომელსაც რა თქმა უნდა კარგია, რომ თავისი შეღავათი მიიღო, არის სრულიად გაუაზრებელი იქიდან გამომდინარე, რომ ასი ათასობით ოჯახი დააზარალა პირადად ქუმსიშვილმა, კვირიკაშვილმა და სხვებმა გატარებული არასწორი ეკონომიკური პოლიტიკით", – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.