- Advertisement -

ჭიაბერაშვილი: სტრასბურგში, შესაძლოა, მოსამართლეობის შერჩეულ კანდიდატებზე კითხვები გაჩნდეს

548

"ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის" წარმომადგენელი ზურაბ ჭიაბერაშვილი სტრასბურგში წარსადგენ მოსამართლეობის კანდიდატებს აფასებს და აცხადებს, რომ მათ შერჩევასთან დაკავშირებული კითვები, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებში განჩდა, შესაძლოა სტრასბურგშიც გაუჩნდეთ. 

 „ის, რომ დღეს უკვე არასამთავრობო ორგანიზაციები და სამართლის დამოუკიდებელი ექსპერტები კითხვას სვამენ, რა კრიტერიუმებით შეირჩა ის ხუთეული, ეს უკვე ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ ეს კითხვები შეიძლება გაჩნდეს სტრასბურგშიც. იქ შეფასდება მათი პროფესიონალიზმიც და მათ შორის ენის ცოდნაც. თუ აქ კვალიფიკაცია საკმარისი არ არის, ეს აუცილბელად გამოჩნდება სტრასბურგში,“ – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის მსურველი 5 შერჩეული კანდიდატი ცნობილია – კომისია კანდიდატებს მთავრობას წარუდგენს.

მთავრობას წარედგინებიან:

1. ლადო ჭანტურია – 5
2. სოფიო ჯაფარიძე – 4.69
3. შოთა გეწაძე – 3.85
4. თამარ ალანია – 3.77
5. ირაკლი დონდოლაძე – 3.69
 

Comments
Loading...