"ეჭვი რომ აფგან მუხთარლის მოტაცება მოხდა ქართული სამართლდამცველების მონაწილეობით , ეს არის ისეთი კითხვა, რომელიც საქართველოს იმიჯზე მუდმივად ეკიდება უარყოფითად, ვიდრე არ გაირკვევა სიმართლე და ამ სიმართლის გარკვევაში ევროპული საქართველოს აზრით, მნიშვნელოვანია სწორედ საქართველოს პარლამენტში საგამოძიებო კომისია",-ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.
"თუმცა, რა თქმა უნდა თვითონ სტრასბურგში ამ საქმის წაღება ასევე იქნება დამატებით ზეწოლა საქართველოზე არა მარტო მის იმიჯზე არამედ თვითონ მყოფ ხელისუფლებაზე პოლიტიკურად და პოლიტიკური სახე „ქართული ოცნების“ აფგან მუხთარლის საქმეზე უკვე გვიჩვენებს. თვითონ განათლების მინისტრის ჯეჯელავას კომენტარებმა ,რომელიც თვითონ აიხლართა თავის განცხადებებში და წარმოაჩინა რეალური სახე ხელისუფლებისა ,რაც უფრო მეტად გააგრძელებს ასეთ საკითხებზე ჩარევას და კომენტარს ,მით უფრო მეტად გართულდება საქართველოს საკითხი ქვეყნის გარეთ ,მით უფრო მეტად შეილახება მისი იმიჯი .
სტრასბურგიც ბუნებრივია ძალიან ბევრ შეკითხვას დასვამს საქართველოს ხელისუფლების მიმართ თუ რამ გამოიწვია ესეთი გაუგონარი დანაშაული საქართველოს ტერიტორიაზე და ამიტომ ვამბობთ , რომ ევროპული საქართველოს აზრით თუ რამემ შეიძლება მდგომარეობას მოფინოს ნათელი ეს იქნება პარლამენტის საგამოძიებო კომისია",-განაცხადა ჭიაბერაშვილმა.