- Advertisement -

“ჭიაკოკონობაზე” საბურავების და პლასტიკური მასალების დაწვისთვის მოქალაქეები დაჯარიმდებიან

574

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო მოსახლეობას მიმართავს ჭიაკოკონობასთან დაკავშირებით საბურავები და პლასტიკური მასალები არ დაწვან. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ქმედებისთვის მოქალაქეები 200-დან 500-ლარამდე თანხით დაჯარიმდებიან. 

"საქართველოში, ტრადიციულად, აღდგომის წინა ოთხშაბათს ე.წ. „ჭიაკოკონობა" იმართება. კოცონის დასანთებად ავტომობილების საბურავებს და პლასტიკურ მასალებს იყენებენ, შედეგად გარემოსა და ადამიანთა ჯანმრთელობისათვის საშიში ტოქსიკური, კარცეროგენული ნივთიერებები და აირები გამოიყოფა. საფრთხე ექმნება მოსახლეობის, განსაკუთრებით კი, ბავშვების ჯანმრთელობას, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ ამ რიტუალში.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო მიმართავს მოსახლეობას – არ დაწვან საბურავები და პლასტიკური მასალები.

ნებისმიერი ტიპის ნარჩენების ღია წესით დაწვა აკრძალულია და გამოიწვევს დაჯარიმებას 200-დან 500 ლარამდე. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი დააწესებს მკაცრ კონტროლს აღნიშნულ ქმედებაზე და ყველა დამრღვევის მიმართ კანონმდებლობით დადგენილ ზომებს გაატარებს",-აღნიშნულია გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადებაში. 

Comments
Loading...