- Advertisement -

ჭიჭინაძე: ზარდიაშვილს საკმაოდ გადამეტებული წარმოდგენა ჰქონდა საკუთარ თავზე

7

ამის შესახებ, დამოუკიდებელმა დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ ვანო ზარდიაშვილის დეპუტატის მანდატის დატოვების შესახებ განაცხადა

“როგორც ჩანს „ბიჭს“ რაღაც შეეშალა და ამ საქციელის გამო დაისაჯა. იურიდიულ კომიტეტზე, ბესელიასთან მომხდარი ინციდენტი არაფერ შუაშია. საქმე იმაშია, რომ ზარდიაშვილს საკმაოდ გადამეტებული წარმოდგენა ჰქონდა საკუთარ თავზე. ჩათვალა, რომ გარკვეული ჯგუფების ლობისტი იყო, მათი ინტერესები უნდა დაეცვა, რის გამოც ამ ყველაფრისთვის შანტაჟური ხასიათის მიცეემას შეეცადა და ამას შეეწირა კიდეც. რადგან ზარდიაშვილი ნამდვილად არ არის ის ადამიანი, რომელიც მსგავს გადაწყვეტილებას თვითონ მიიღებდა. მითუმეტეს ორი-სამი დღის წინ სულ სხვა განწყობებით დადიოდა.

ეს არის საკმაოდ მაღალ დონეზე მიღებული გადაწყვეტილება. იმდენად მაღალ დონეზე, რომ „ოცნების“ რიგითმა დეპუტატებმაც კი არ იცოდნენ ამის შესახებ.

მოკლედ, არაფერი ამ ყვეყანაში არ იმალება და ადრე თუ გვიან ეს ამბავიც გაჟღერდება.”,-ამბობს ჭიჭინაძე.

ცნობისთვის, ვანო ზარდიაშვილმა დეპუტატის მანდატის დატოვების შესახებ განცხადება დღეს გაავრცელა.

Comments
Loading...