ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი ხათუნა პაიჭაძე, ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების მინისტრს, ზურაბ ალავიძეს პასუხობს და "აიპრესთან" აცხადებს, რომ მინისტრმა არასწორი ინფორაცია გაავრცელა.
"მინისტრს მინდა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივაწოდო, სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში 40 თანამშრომელი არასდროს ყოფილა.
რაში დასჭირდა მინისტრს ამის თქმა ვერ გეტყვით, შემიძლია მხოლოდ ფაქტი დავაფიქსირო, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, 40 თანამშრომელი არ ყოფილა, 7 თანამშრომელი იყო, მათ შორის 1 ოპერატორი ხელშეკრულებით", – განაცხადა ხათუნა პაიჭაძემ "აიპრესთან".
ცნობისთვის, მინისტრმა ზურაბ ალავიძემ განაცხადა, რომ ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს 40 თანამშრომელი ჰყავდა, რაც საჭირო არ იყო, რის გამოც ისინი სამსახურიდან გაათავისუფლეს.