- Advertisement -

ხათუნა სამნიძე: უუნარობის პოლიტიკიდან ხელისუფლება გადავიდა უცოდინრობის პოლიტიკაზე

588

 

"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი, ხათუნა სამნიძე ბათუმში მომხდარ მოვლენებზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. როგორც მან "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მთავრობა საქმის გაკეთების ნაცვლად ხელს რომელიმე პოლიტიკური ძალისკენ იშვერს. 

"პასუხისმგებლობა არის ხელისუფლებაზე და პირველი შემთხვევა არ არის,როდესაც კრიზისული ვითარებაში ხელისუფლება საქმის ნაცვლად ისევ ხელს იშვერს,რომელიმე პოლიტიკური ძალის მიმართ. ხელისფლება ჩარჩენილია წარსულში, იმის ნაცვლად რომ ილაპარაკოს არგუმენტებით, აპელირება გააკეთოს გამოძიებაზე, რაც აუცილებელია მივიდეს ბოლომდე, და ყველა კითხვას გაეცს პასუხი, ის ლაპარაკობს ერთი კონკრეტული ძალის მიერ ძირგამომთხრელ პოლიტიკაზე. ძალიან კარგად ვიცით ყველამ ყველა პარტიის წარსული, ყველა პარტიის მოქმედება, კი მე გეთანხმებით რომ ნაციონალურმა მოძრაობამ შეცდომა დაუშვა, იჩქარა, მეტი დრო დაჭირდა, მაგრამ მათ გააუქმეს დაანონსებული აქცია და ხელისუფლებას ეს არ ხსნის პასუხისმგებლობას. ამის ნაცვლად ამ უუნარობის შემდეგ, რაც ვნახეთ ამ კრიზისულ ვითარებაში, ხელისუფლების მხრიდან, ხელისუფლების პირდაპირი ვალი იყო აღეკვეთა ვანდალიზმი და უსაფრთხოება დაცული ყოფილიყო მოქალაქეების.

უუნარობის პოლიტიკიდან ხელისუფლება გადავიდა უცოდინრობის პოლიტიკაზე და ჩვენ გვესმის "ქართული ოცნების" გენერალური მდივნის განცხადება, რომ ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირება იყო ვიღაცის ინტერესებში. მე მესმის, რომ ის შეიძლება გულისხმობდა კუთხურობას, რაც ასევე სისულელეა. რომელ ეთნიკურ ჯგუფს წარმოვადგენ მე ამ სიტუაციაში გამცეს პასუხი ბატონმა კახი კალაძემ. მესმის რომ მან შეცდომა დაუშვა და ის გულისხმობდა კუთხურობას, მაგრამ ესეც შეცდომაა და არის რუსული ნარატივი. მან ბოდიში უნდა მოუხადოს საზოგადოებას!

გამოძიება უნდა დაიწყოს და ეს არის გაკვეთილი, პირველ რიგში, ხელისუფლებისთვის. ეს პროცესები არ დასრულებულა. ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს",- განაცხადა სამნიძემ. 

Comments
Loading...