ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 5 საცხოვრებელი სახლის გაქურდვის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

25

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხარაგაულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ხარაგაულის რაიონში მომხდარი ქურდობის 5 ფაქტი გახსნეს.
პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1993 წელს დაბადებული გ. ლ. და 1985 წელს დაბადებული ო.თ. დააკავა, 1979 წელს დაბადებულ ი. ბ.-ს კი  ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების  აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნულმა პირებმა მიმდინარე წლის 5 და 29 იანვარს, ჯგუფურად, წინასწარი შეთანხმებით, ხარაგაულის რაიონის სოფელ ვახანში მცხოვრები 5 მოქალაქის კუთვნილი სახლები გაქურდეს, საიდანაც სხვადასხვა სახის ნივთები მოიპარეს. სამართალდამცველებმა ნაქურდალი
ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “ბ“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის “ა”, “ბ” და “გ” ქვეპუნქტებით მიმდინარეობს”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

Comments
Loading...