- Advertisement -

ხარაგაულის სოფელი ისლარი გაზიფიცირდა

573

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი სოფელი გაზიფიცირდა. დღეიდან ბუნებრივი აირით სოფელ ისლარის მაცხოვრებლები ისარგებლებენ.

სოფელ ისლარში გაზსადენის მშენებლობა 2017 წელს დაიწყო და სულ 60 აბონენტი გაზიფიცირდა. ამჯერად ბუნებრივი აირის მიწოდების სამუშაოები სოფელ ჯაფაროულსა და ბაზალეთში მიმდინარეობს.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ბოლო ორი წლის განმავლობაში დაახლოებით 800 აბონენტი გაზიფიცირდა.

Comments
Loading...