ხაშურის რაიონის სოფელ ცოცხნარში დაკარგული მწყემსის ცხედარი მდინარე სურამულაში იპოვნეს. როგორც შსს-ში აიპრესს განუცხადეს, გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთილებლობით მოსპობას გულისხმობს.
გავრცელებული ინფორმაციით, მწყემსი ადიდებულ მდინარეში გუშინ ჩავარდა. მის სამძებრო სამუშაოებში ადგილობრივი მოსახლეობა იყო ჩართული.