- Advertisement -

ხახაბოს ტყეში მესამე დღეა მეხანძრე-მაშველები ხანძრის კერების ლოკალიზებას ცდილობენ

333

თუშეთში, ხახაბოს ტყეში მესამე დღეა მეხანძრე-მაშველები ხანძრის კერების ლოკალიზებას ცდილობენ.

ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოები დილიდან განახლდა. სტიქიის სალიკვიდაციო პროცესს ქარი აფერხებს, რის გამოც არსებული კერების გაღვივება ხდება და ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება.

ადგილზე 50-მდე მაშველი და რეინჯერი მუშაობს, მობილიზებულია ასევე რამდენიმე ერთეული სპეცტექნიკა.

წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დააახლოებით 10 ჰექტრამდე ტერიტორია უკვე განადგურებულია. ძირითადად იწვის ფიჭვნარი.

Comments
Loading...