- Advertisement -

ხახაბოში ხანძარი ლოკალიზებულია

326

თუშეთში, ხახაბოს მთაზე ხანძარი ლოკალიზებულია.ინფორმაცია "აიპრესს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში დაუდასტურეს.

სააგენტოში აცხადებენ, რომ სტიქიის ზონაში ცოცხალი კერები აღარ არსებობს და ამ დროისღვის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

პრევეენცის მიზნით ტყის მასივში რჩება მძიმე ტექნიკა. ასევე მობილიზებულები არიან მეხანძრეები,რეინჯერები და მეეტყევები.

თუშეთში ხახაბოს ტყეში ცეცხლი 15 სექტემბერს გაჩნდა. ჯერჯერობით უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ასევე არ კონკრეტდება, რამდენი ჰეტქარის ფართობია დამწვარი.

Comments
Loading...