- Advertisement -

ხვალ, 11:00 საათზე, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება

8

“რა თქმა უნდა, ქვეყანაში არ იქნება არავითარი კრიზისი. არჩევნები კონსტიტუციით დადგენილი წესით განსაზღვრულ ვადებში დემოკრატიულ და თავისუფალ გარემოში ჩატარდება.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ პოლიტიკოსებს, ჩვენს ოპონენტებს, აჟიოტაჟის ხელოვნურად შექმნის მცდელობის ნაცვლად, საფუძვლიანად მოემზადონ კონსტრუქციული, ნორმალური პოლიტიკური პროცესისთვის და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. სადაც, ქართველი ხალხი გადაწყვეტს თუ ვის ანდოს ქვეყნის მომავალს.
რა თქმა უნდა, ვწუხვარ, რომ არაერთმა თანაგუნდელმა მიიღო გადაწყვეტილება უმრავლესობის დატოვებაზე, მე პატივს ვცემ რა თქმა უნდა, მათ გადაწყვეტილებას. ხვალ 11:00 სააათზე გვექნება უმრავლესობის სხდომა, ჩვენ აუცილებლად მოვიკრეფთ ძალას და ავიღებთ პასუხისმგებლობას”,-ამბობს არჩილ თალაკვაძე.
The post ხვალ, 11:00 საათზე, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...