- Advertisement -

ხიდაშელი: ადრე თუ მოსკოვში დავდიოთ ეხლა ანკარაში გვკარნახობენ რა ვქნათ, რა სირცხვილია

978

თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიდგორობის უქმედ გამოცხადებაზე კანონპროექტის შეჩერებას ეხმიანება. 

"დიდი ხანია მსგავსი მასშტაბის უგუნური და მავნებლური საქციელი არ მინახავს.

აბა გამოიცანით რას ამბობს და რას ფიქრობს ეხლა მავანი: ქართველობას რომ გვართმევენ და ყველაფერს ქართულს ებრძვიან 🙂

და ადრე თუ მოსკოვში დავდიოთ ეხლა ანკარაში გვკარნახობენ რა ვქნათ 🙁

რა სირცხვილია და მავნებლობა",-წერს თინა ხიდაშელი. 

12 აგვისტოს, დიდგორის ბრძოლაში გამარჯვების დღის დასვენების დღედ გამოცხადების ინიციატივას პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. ამ ინციატივას პარლამეტში 90 მომხრე და 1 წინააღმდეგი ჰყავდა. ცვლილებას "საქართველოს შრომის კოდექსი" ითვალისწინებს. თუმცა, როგორც გაირკვა თურქეთის საელჩომ საქართველოს მეგობრული თხოვნით მიმართა, რომ კანონპროექტში გარკვეული კორექტივები შეეტანათ, რის გამოც კანონპროექტის მსვლელობა შეჩერდა.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ალექსანდრე ქანთარია განმარტავს, რომ კანონპროექტს არ შეიძლება შეჩერებული დავარქვათ, რადგან მას პარლამენტი მომავალ კვირას განიხილავს.

"თურქეთი ჩვენი მეგობარი ქვეყანაა და მათ ჰქონდათ გარკვეული მოსაზრება ამასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს ჩარევას. ჩვენ შევეცდებით ისეთი ფორმა მოვუძებნოთ ამას, რომ რაც ჩადებული იყო კანონპროექტში, ის მაქსიმალურად გავამართლოთ. შესაძლოა უფრო ტევადი და კრებითი გახდეს",-განმარტავს ალექსანდრე ქანთარია. 

Comments
Loading...