თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი აცხადებს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის გასაღები იმ განცხადებაში დევს, რომელიც მეუფე პეტრემ გააკეთა. ამის შესახებ ხიდაშელმა TV პირველის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ამ კითხვაზე პასუხი, იქნება სწორედ დეკანოზის საქმის გასაღები.
"თქვენს ეთერში ითქვა ეს, როცა მეუფე პეტრემ განაცხადა, გახსოვთ, ალბათ, რომ დეკანოზისგან მოითოხვნდნენ ძალიან მაღალი რანგის სასულიერო პირების შესახებ ჩვენების მიცემას, მათ შორის იყო მეუფე დიმიტრი, ეს იყო ყველაზე უფრო სერიოზული ბრალდება, რაზეც პროკურატურას პასუხი გასაცემი აქვს, იმიტომ რომ ეს სისხლის სამართლის კოდექსში რომ დანაშაულის დაბრალებაზე გვაქვს მუხლი, უკაცრავად ჟარგონისთვის, ქაჩავს, ზუსტად ეს არის გასაღები ამ საქმის, ზუსტად ის რაც თქვა მეუფე პეტრემ, ამ კითხვაზე პასუხი არის ამ საქმის გასაღები,
თუ ეს არის სიმართლე რომ დეკანოზისგან მოითხოვდნენ მეუფე დიმიტრიზე ჩვენებას, მაშინ, მე პირადად როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, მეტ-ნაკლებად ინფორმირებულს რა ხდება საპატრიარქოში, რა საუბრები მიმდინარეობს მომავალ პატრიარქთან დაკავშირებით, მაშინ მე აღარანაირი კითხვები აღარ მაქვს რასთან გვაქვს საქმე და სინამდვილეში რისი მსხვერპლია დეკანოზი",-განაცხადა თინა ხიდაშელმა.
მისივე თქმით, საზოადოებას ამ საქმის მიმართ უნდობლობა აქვს.
"მათ ისევე როგორც წინა ხელისუფლებამ, ერთადრთი ალტერნატივა იპოვეს მთელი ამ მარაზმისგან გაქცევის, რომელშიც თვითონ აღმოჩნდნენ საკუთარი ნებით, რომ დახურეს სასამართლო პროცესი, უფრო მეტი კითხვა დატოვეს, უფრო მეტი სპეკულაციის სივრცე შემქნეს",-განაცხადა თინა ხიდაშელმა.
გუშინ, თბილისის საქალაქო სასამართლოში "ციანიდის საქმის" მოსამართლემ, ბესიკ ბუგიანიშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სხდომის სრულად დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. როგორც მოსამართლემ სხდომის დარბაზში განმარტა, პროკურატურის მიერ წარდგენილ საქმის მასალებში საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანების პირადი ცხოვრების შემცველი აუდიო-ვიდეო ჩანაწერებია. სასამართლო სხომის დახურვას ეწინააღმდეგებოდა თავად ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე და მან პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვა და იმავეს გაკეთებისკენ ადვოკატებსაც მოუწოდა.