- Advertisement -

ხიდაშელი: სამწუხაროა, მოსკოვში საპარლამენტო ტრიბუნით მოსარგებლე პოლიტიკური ძალის ვიზიტი

465

"მათ ერთადერთი ამოცანა აქვთ, რომ კრემლის კარზე ჩაანაცვლონ ის ქართველი პოლიტიკოსები, რომლებიც ამ დრომდე უფრო პოპულარულები იყვნენ მოსკოვისთვის", ასე შეაფასა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა "პატიოტთა ალიანსის" წევრების ვიზიტი მოსკოვში. მისი თქმით, ძალიან სამწუხაროა, როდესაც ასეთ ნაბიჯებს საპარლამენტო ტრიბუნით მოსარგებლე პოლიტიკური ძალა დგამს.

"ალბათ, გვექნება მორიგი კადრები "პაკლონაია გორადან" რუს პოლიტიკოსებთან ერთად, ამჯერად "პატრიოტთა ალიანსის" პოლიტიკოსების. ეს არის ერთადერთი შედეგი, რომელსაც ეს ვიზიტი მოიტანს. თუკი მანამდე ჩვენ რუსეთში მოსიარულე მხოლოდ არასაპარლამენტო პოლიტიკური ძალები გვყავდა, სამწუხაროდ, ახლა საპარლამენტო ტრიბუნით მოსარგებლე პოლიტიკური ძალაა. ეს რა თქმა უნდა რუსეთისთვის ძალიან სასარგებლოა, ჩვენი ქვეყნისთვის ამაში სარგებელი არაფერია", – განაცხადა ხიდაშელმა.

Comments
Loading...