"ეს ადამიანი უკუღმა სიარულის სპეციალისტად ჩამოყალიბდა და კიდევ ცარიელ ადგილზე კონფლიქტის და აურზაურის სპეციალისტად. არადა რა სამწუხაროა",-ამ განცხადებით თავდაცვის ყოფილი მინსიტრი თინა ხიდაშელი 162-ე სკოლასთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
"დასაწყისისთვის ჩემი შვილი სწავლობს 162-ე სკოლაში.
1. განათლების სამინისტრო ტელევიზორით არ უნდა ელაპარაკებოდეს საკუთარ თანამშრომელბს; მერე დაარქმევენ მის-კომუნიკაციას 🙁
2. არავითარი დიალოგი, მოლაპარაკებები არ ყოფილა სკოლებს შორის. იყო ერთი შეხვედრა ორ დირექტორს შორის, პირველი ექპერიმენტულის კლასების ფიზიკურად 162-ეში გადმოტანაზე. სამინისტრომ 162-ს დირექტორს ურჩია მასწავლებლებს ჯერ არ გააგებინო ეს ამბავიო (დღეს სამინსტროს წარმომადგენლემა ეს დაადასტურა პედაგოგებთან და მშობლებთან);
3. დირექტორმა ერთპიროვნულად მოაწერა ხელი მემორანდუმს ხელი რომელშიც ზოგადი ფრაზებია და არაფერი წერია სინამდვილეში ფართო თანამშრომლობა გვექნებაო ? 🙁 ყველაფერს შეიძლება ნიშნავდეს;
4. არადა მარტივი ამბავია,
— სკოლა არის შენობა, იმდენი კვადრატულით რამდენიც აქვს. იმდენი საკლასო ოთახით რამდნეიც აქვს და იმდენი პედაგოგით რამდენიც ყავს.
— კლასში 40 ბავშვი არის კატასტროფა და რეალურად განათლებაზე უარი, განსაკუთრებული გამონაკლისი გენიოსი ბავშვების გარდა, რომლებსაც სავარფუდოდ ისედაც ფორმალურად ჭირდებათ სკოლა
— სამინისტრო, თავისი კურატორებით, დეპარტამენტებით და სამმართველოებით იმიტომ არსებობს რომ ელემენტარული წესები დაადგინოს და დაარეგულიროს.
— რამდენი ბავშვი შეიძლება იყოს კლასში მაქსიმუმ;
— რამდენი ბავშვი შეიძლება იყოს x კვადრატულ მეტრ შენობაში / მინიმუმ ხომ უნდა ისუნთქონ და მორიგეობით არ იარონ დერეფანში?
5. თუ ამ ელემნეტარულ ამბებს არ მიხედავენ, ნებისმიერი სკოლა შეიძლება მოკლა ხელოვნურად, ეს ადვილია, ვიცით დემონიზაცია ან გაფეტიშება რა ადვილია დღევანდელი საინფორმაციო ველის გათვალისწინებით;
და კიდევ რამდენი შემიძლია დავწერო,
მაგრამ რატომ ქმნით ცარიელ ადგილზე კონფლიქტს ეს ვერ გავიგე",-წერს თინა ხიდაშელი.