- Advertisement -

ხობში წვიმისგან მიყენებულ ზიანს ამ დრომდე ითვლიან

502

უამინდობამ პრობლემები შეუქმნა ქალაქ ხობის ჭყონდიდელის ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობას. უწყვეტი წვიმისა და უამინდობის შედეგად, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლის სარდაფები, საყოფაცხოვრებო ნივთები, სრულიად განადგურებულია სიმინდის ყანები, ხილის მოსავალი. როგორც ადგილობრივები "აიპრესთან" საუბრისას აცხადებენ, აღნიშნული პრობლემა სანიაღვრე არხების არარსებობას უკავშირდება.

"წუხანდელი დღიდან მოყოლებული დღეის ჩათვლით, გადაუღებელმა წვიმებმა პრობლემები შეგვიქმნა. დაგვეტბორა სარდაფები, სადაც საკვებ პროდუქტებს ვინახვდით. დახოცილია შინაური ცხოვეელები, გაგვინადგურდა სიმინდის ყანები, ხელისუფლებისგან დახმარებას და ჩვენი პრობლემის გულთან ახლოს მიტანას ვითხოვთ",-აცხადებენ ადგილობრივები. 

Comments
Loading...