- Advertisement -

ხორგუაშვილი: მოქალაქეებს ლარში სესხის გადატანა არ უღირთ,რადგან პროცენტი უფრო მაღალია

609

მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს წარმომადგენელი ზვიად ხორგუაშვილი დედოლარიაციის შედეგებზე საუბრობს. ხორგუაშვილი აცხადებს, რომ მოცემული ინიციატივის დაანონსების პირველივე დღეს ლარის კურსი მკვეთრად დაეცა, რაც იმას ნიშნავს, რომ ინიციატივა თავიდანვე არასწორი იყო და ბაზარმაც შესაბამისი რეაგირება მოახდინა.

მისივე თქმით, ამ პროგრამის ერთ-ერთი უარყოფითი მხარე ისიცაა, რომ მსესხებლებს ლარში საპროცენტო განაკვეთი საკმაოდ მაღალი გამოსდით, ამიტომ დოლარიდან ლარში სესხის გადატანაარ უღირთ.

"საქართველოში დოლარში სესხი 500 000 მოქალაქეს გააჩნია. მოცემული პროგრამით, მთავრობა გვპირდებოდა, რომ 33 000 ადამიანი იხეირებდა, თუმცა ეს ლარიზაციის პროგრამით მხოლოდ 4 500 – მა მოქალაქემ ისარგებლა, რაც მხოლოდ და მხოლოდ დანაპირების 13%-ია. ეს ნიშნავს იმას, რომ მთავრობის დანაპირები თავშივე განწირული იყო წარუმატებლობისთვის.

პროგრამას მრავალი უარყოფითი მხარე აქვს. მათგან მნიშვნელოვანი ისაა, რომ მსესხებლების დიდი ნაწილი არ ირჩევს მოცემულ პროგრამას, რადგან ლარში საპროცენტო განაკვეთი საკმაოდ მაღალი გამოსდით და არ უღირთ დოლარიდან ლარში სესხის გადატანა. ასევე, ბიუჯეტიდან გამოყოფილია 65 მილიონი ლარი, რაც სოციალურად უსამართო პროექტად აქცევს მოცემულ ინიციატივას, რადგან ის ადამიანები, რომლებსაც საერთოდ სესხი არ აქვთ უხდიან ფულს იმ ადამიანებს, ვინც დოლარში სესხის აღების გამო იზარალეს.

ასევე, ისმის კითხვის ნიშნები: შეუძლიათ თუ არა იმ ადამიანებს, რომლებმაც მოცემული პროექტით ისარგებლეს, კვლავ დაუბრუნდნენ დოლარში სესხს? შეჯამების სახით, აუცილებელია აღინიშნოს, რომ საქართველოში დოლარში სესხი აქვსნ 500 000 ადამიანს. პროექტი ითვალისწინებდა 33 000 მოქალაქის დახმარებას და საბოლოოდ მოცემული წარუმატებელი პროექტი დაეხმარა მხოლოდ და მხოლოდ დაგეგმილის 13%-ს",-აცხადებს ზვიად ხორგუაშვილი. 

Comments
Loading...