- Advertisement -

ხორგუაშვილი: “ოცნება” ჯიუტად უარს ამბობს საბიუჯეტო ხარჯების ფლანგვის დასრულებაზე

674

მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპულ საქართველოს წარმომადგენლის ზვიად ხორგუაშვილის განცხადებით მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად ინფლაციის წლიურმა მაჩვენებელმა მარტში 5.4 % შეადგინა.

"ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პერიოდში ხალხი გაღარიბდა, შემცირდა მრავალი ოჯახის შემოსავალი, ისინი სულ უფრო ნაკლებს მოიხმარენ. იმის ნაცვლად, რომ გადასახადები დაეწია და ამით შვება მიეცა ხალხისთვის და ბიზნესისთვის, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს, მთავრობამ გადასახადები აწია ბენზინსა და დიზელზე, რასაც საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა საკუთარ ჯიბეზე გრძნობს",-განაცხადა ზვიად ხორგუაშვილმა. 

მისი თქმით, მთავრობამ გაზარდა გადასახადები, აქციზი და შესაბამისად, გაძვირდა ბენზინი, დიზელი, გაზი. ხორგუაშვილი განმარტავს, რომ ამ ნაბიჯმა დააჩქარა ფასების ზრდა ფართო მოხმარების საგნებზე, როგორიცაა პროდუქტი, მედიკამენტი, რაც ისედაც ძვირდებოდა ლარის დევალვაციის ფონზე, ასევე გაძვირდა ტრანსპორტი.

"მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა აფერხებს ეკონომიკურ ზრდას და აღრმავებს ეკონომიკურ კრიზისს. დაბალი ეკონომიკური ზრდა კიდევ უფრო აუარესებს სოციალურ და ეკონომიკურ ფონს და ზრდის უმუშევრობას. "ქართული ოცნების" ხელისუფლება ჯიუტად უარს ამბობს გადასახადების შემცირებასა და საბიუჯეტო ხარჯების ფლანგვის პრაქტიკის დასრულებაზე, რაც რთული ეკონომიკური მდგომარეობის დროს აუცილებლად გადასადგმელი ნაბიჯებია",- განაცხადა ზვიად ხორგუაშვილმა.

Comments
Loading...