- Advertisement -

ხოშტარია: არ გვაინტერესებს შეშინებული არჩილ თალაკვაძის აზრები, ხელისუფლება შეშინებულია

4

როგორც “ევროპული საქართველოს” წევრი ელენე ხოშტარია აღნიშნავს, ხელისუფლების ძალის დემონსტრირებას გაცილებით მწვავე პროტესტი მოჰყვება.
ჩვენ არ გვაინტერესებს შეშინებული არჩილ თალაკვაძის აზრები, ყველაზე მთავარია, რომ ხელისუფლება არის შეშინებული და ასეთი ძალის დემონსტრირების მასკარადით ჰგონიათ, რომ რამეს შეცვლიან. ისინი მიიღებენ კიდევ უფრო მწვავე პროტესტს, ბლოკირებასაც, პიკეტირებასაც და ფართომასშტაბიან მიტინგებსაც,” – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

Comments
Loading...