- Advertisement -

ხოშტარია ე.წ. გადასასვლელ პუნქტებზე: მთავრობას ხმამაღლა უნდა ეყვირა რომ პროცესი შეეჩერებინა

572

აფხაზეთის რეგიონში ე.წ. გადასასვლელი კიდევ 2 პუნქტის გაუქმებას მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი ელენე ხოშტარია ეხმიანება და აცხადებს, რომ ეს ხელისუფლეის არასწორი პოლიტიკის შედეგია. როგორც ხოშტარიამ რუსთავი 2-ს განუცხადა, ხელისუფლებას ამის პრევენციაზე უნდა ეზრუნა. 

"პოლიტიკურად ეს არის კიდევ ერთი გამოწვევა რუსეთისგან. იმ ანექსიის პროცესის გაგრძელება, რაც მიმდინარეობს, ეს არის ასევე ჰუმანიტარული პრობლემა, ადამიანების, მოსწავლეების პრობლემა, რომელთაც ეზღუდებათ შესაძლებლობა, რომ გადავიდნენ და გადმოვიდნენ, რაც მათთვის გადაუდებელი აუცილებლობაა.

სამწუხაროდ, ეს არის ჩვენი ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის კიდევ ერთი დემონსტრირება. ჩვენ უკვე რამოდენიმე ხანია ვსაურობთ ამ საშიშროებაზე, ამის შესახებ ცნობილი იყო და ეს უნდა გამხდარიყო ჩვენი მთავრობის, დიპლომატიის მთავარი ამოცანა რომ ამაზე ხმამაღლა გვეყვირა და რაღაცნაირად შეგვეჩერებინა ეს პროცესი. ამ დროს ჩვენ რას ვხედავთ, აბსოლუტურად არავის სალაპარაკო თემაც კი არ ყოფილა ჩვენი ხელისუფლების მხრიდან",-განაცხადა ელენე ხოშტარიამ. 

Comments
Loading...