- Advertisement -

ხოშტარია: ვთავაზობთ ხელისუფლებას, თვითმმართველობის არჩევნებზე პლებისციტი დაინიშნოს

362

"ვენეციის კომისიის პრეზიდენტის განცხადებამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, თუ როგორ ჩიხში შეიყვანა ხელისუფლებამ ხაკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი",-ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა, მერობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

 "ხელისუფლების ერთადერთი არგუმენტი თითქოს მათ გააჩნიათ მხარდაჭერა ვენეციის კიომისიიდან გაქარწყლდა და ჩვენ ვხედავთ, რომ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ ყველას აქვს მოლოდინი, რომ ამ ჩიხური სიტუაციიდან გამოვიდეს ჩვენი ქვეყანა. ჩვენ კიდევ ერთხელ ვთავაზობთ ხელისუფლებას, რომ მივმართოთ ერთადერთ, ნორმალურ, საღ გამოსავალს, რაც არის პლებისციტი. ვკითხოთ ხალხს, თუ როგორი უნდა იყოს ჩვენი საარჩევნო სისტემა და როგორ უნდა გადაწყდეს პრეზიდენტის არჩევითობის საკითხი. როგორც იცით, 154 ათასი ხელმოწერა არსებობს, რომელიც მოკლე დროში შევაგროვეთ, სადაც ადამიანებს დაეკითხონ ქვეყნის მოწყობის საკითხები.

სამწუხაროდ, ვერ შედგა კონსესუსი ხელისუფლების ძალიან ჯიუტი და არაგონივრული პოზიციის გამო. ასევე, ვერ შედგა კონსესუსი პოლიტიკურ ძალებს და საზოგადოებრივ გჯუფებს შორის. დღეს ჩვენ მივიღეთ ძალიან მძიმე კრიტიკა მნიშვნელოვანი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან.

ვთავაზობთ ხელისუფლებას, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დაინიშნოს პლებისციტი, სადაც გადაწყდება პრეზიდენტის არჩევითობის და საარჩევნო სისტემის საკითხი,’’- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

Comments
Loading...