- Advertisement -

ხოშტარია: თბილისის საკრებულო მუდმივად ხელს აწერს ყველაფერს, რაც ამდიდრებს ბიძინა ივანიშვილს

327

დღეს დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე განიხილება საკითხი პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1 900 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთისა და ასევე, ბოტანიკურის მიმდებარედ 5000 კვ მეტრზე თაბორის მთასთან დაკავშირებით. როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, საკრებულო აპირებს, რომ ეს მიწის ნაკვეთი გადასცეს ყოფილ პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილს.

საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე წარიმართა და ოპოზიციის წარმომადგენლებს სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს. როგორც "ევროპული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატი ელენე ხოშთარია "რუსთავი 2"-თან აცხადებს, საკრებულო ამდიდრებს ბიძინა ივანიშვილს. ხოშტარიას განცხადებით, ეს სხდომა უკანონოა და არღვევს ქალაქის ინტერესებს.

"ჩვენ ძალიან პრინციპულად ვდევართ ამ საკითხზე. ამ საკიტზე, რომელიც დააზარალებს ამ ქალაქს. ჩვენ ვნახეთ, რომ ეს საკრებულო არის ყველაფერი საკერებულოს გარდა, ეს ადამიანები მუდმივად ხელს აწერენ ყველაფერს რაც ამდიდრებს ბიძინა ივანიშვილს, უმატებენ მიწებს, აბსოლუტურად მოუმზადებელი საკითხი იყო, ვესწრებოდი. კითხვები დავსვი, არაფერი, პასუხი იყო სუსის მოყვანა და პროვოკაციის მოწყობა, რომ მომხდარიყო ჩხუბი, ჩვენ არ დავუშვით ჩხუბი, იმიტომ რომ ჩვენი ამოცანაა არა ჩხუბი საკუთარ მოქალაქეებთან, არამედ ძალიან პრინციპულად დაცვა ჩვენი ქალაქის ინტერესების.

ჩვენ მივმართეთ პროტესტის იმ ფორმას, ვუთხარით სხდომის თავმჯდომარეს, რომ ეს არის უკანონო სხდომა, არრევევს ქალაქის ინტერესებს სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ და ძალით გამოგვიყვანეს იქედან.

პრობლემაა, რომ ქალაქის საკრებულო ემსახურება ბიძინა ივანიშვილს და არა ჩვენი ქალაქის ინტერესებს", – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

"ევროპული საქართველოს" თბილსისი მერობის კანდიდატს ელენე ხოშტარიასა და "ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატს სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს. 

Comments
Loading...