"თბილისის მერიამ მსხვილ საინვესტიციო პროექტზე ისე გასცა ნებართვა, რომ გვერდი აუარა გენერალური გეგმის ჯგუფს, რომელიც მუშაობს ქალაქის განვითარების ხედვაზე და რომელშიც მთავრობა 4 მილიონს იხდის",-ამის შესახებ "მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს" წევრმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.
"2016 წლის 8 სექტემბერს, თბილისის მერიამ მისცა ერთ-ერთ საინვესტიციო ჯგუფს უფლება თბილისის ზღვაზე განეხორციელებინა ახალი, მსხვილმასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტი ისე, რომ არ არსებობდა ქალაქის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის დადებითი დასკვნა. თვენახევრის შემდეგ, 26 სექტემბერს, გენრალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფმა გააკეთა დასვნა, რომ საპროექტო ჯგუფისთვის მიუღებელია იმ გრანდიოზული ქალაქგეგმარებითი პარამეტრების გამო ამ პროექტის განხორციელება.
ჯგუფს აუცილებლად მიაჩნდა ამ პროექტის არა კორექტირება, არამედ არსებითი გადამუშავება. ეს ნიშნავს თბილისის მერიის არათანმიმდევრულ მიდგომას ქალაქისთვის ისეთი უმნიშვნელოვანესი სარეკრიაციო სივრცის განვითარებასთან მიმართებაშიც კი, როგორიცაა თბილისის ზღვა თუკი გავითვალისწინებთ, რომ გენგეგმის შემუშავებაზე 4 მილიონ ლარამდე იხარჯება თბილისის ბიუჯეტიდან. ამ მაგალითზეც დავინავხავთ, რომ ეს არის წყალშიგადაყრილი თანხა. მეორე, რომ ბიზნესისთვის არის სერიოზული პრობლემა, როდესაც ქალაქის ცენტრალური ხელისუფლება არის ასეთი არათანმიმდევრული," – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.