- Advertisement -

ხოშტარია: უნდა შეიცვალოს დანაშაულებრივი სისტემა, რომელიც პოლიტიკურ გუნდს ემსახურება

502

,,საქმე გავქვს სისტემურ დანაშაულთან სახელმწიფოს მხრიდან, როდესაც ქართული ოცნება მთელ სამართალდამცავ სისტემას, სასამართლოს იყენებს პოლიტიკური მიზნებისთვის, პირადი სიმპათიებისთვის და ეს ახალი არ არის",-ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელმა ელენე ხოშტარიამ "ბირჟა მაფიას" წევრების საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

"ჩვენ გვახსოვს, როდესაც ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებზე კალაძეს დასჭირდა ნარკოტიკის ჩადება იმიტომ, რომ გაეყვანა მისთვის სასურველი ადამიანი. ჩვენ გვახსოვს არაერთი შემთხვევა, როდესაც მთელი სასამართლო სისტემა და კანონი ემსახურება არა სამართალს, არამედ პოლიტიკურ ჯგუფს. დღეს კიდევ უფრო მძიმე შემთხვევა გვაქვს, როდესაც წესიერი, კეთილსინდისიერი მოქალაქე ისჯება აზრის გამოხატვისთვის იმიტომ, რომ ვიღაცას რაღაც არ მოეწონა.

ყველა ის უპასუხისმგებლო და ფარისევლური განცხადება, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ პრემიერ მინისტრისგან, ვიცე-პრემიერისგან, ბერასგან ეს არის მცდელობა, რომ კი არ მოგვარდეს პრობლემა, არამედ ისპეკულირონ ამ სიტუაციით. აქ მხოლოდ ნარკოპოლიტიკის ცვლილება არ არის საკმარისი, რა თქმა უნდა, ეს აუცილებელია და ხუთი წელია, რაც ხელისუფლებაში არიან და შეეძლოთ ეს აქამდე გაეკეთებინათ. აქ ყველაზე მთავარი არის ის, რომ მთლიანად ფუნდამენტურად შეიცვალოს დანაშაულებრივი სისტემა, რომელიც ემსახურება პოლიტიკურ გუნდს.

უპირველესი ამოცანა, რა თქმა უნდა, არის ამ ადამიანების ციხიდან გამოყვანა. გამოსვლა არ არის საქმის დამთავრება. მათ უნდა მოეხსნათ ყველანაირი აბსურდული ბრალდებები და სამაგალითოდ დაისაჯოს ის დამკვეთი, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ჩვენ ქვეყანაში განსხვავებული აზრის გამო ასე დასაჯოს წესიერი მოქალაქე. თუ არ დაესმება წერტილი ამ სისტემას, ჩვენ გვექნება კიდევ უფრო მძიმე შემთხვევები ადამიანის უფლებების გათელვის,’’ – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

Comments
Loading...