- Advertisement -

ხოშტარია: შალვა თადუმაძე მისივე ინიციატივით ჩაეწერა ჯალათების სიაში

33

“შალვა თადუმაძემ თავისი პოზიციებით, ასეთი სასტიკი, ცინიკური, უკანონო და ტყუილის შემცველი განცხადებებით მოახერხა და თავად ჩაეწერა, თავისი ინიციატივით, ჯალათების სიაში. ცხადია რომ ამ ყველაფერზე პასუხისმგებელია გიორგი გახარია, ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ შალვა თადუმაძემ, მოინდომა ამ რანგში გაიყვანოს თავისი თავი აი ამ სისასტიკით”,-ამბობს ელენე ხოშტარია.
შეგახსენებთ, საქართველოს გენერალური პროკურორის შალვა თადუმაძის განცხადებით, მაკო გომურს დაზარალებულის სტატუსი ვერ მიენიჭება.​ თადუმაძის განმარტებით, მაკო გომურისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით სასამართლომ არსებული კანონდმებლობით იხელმძღვანელა.
“სასამართლომ გაითვალისწინა ის სამართლებრივი მექანიზმები და ის კანონმდებლობა, რაც დღეს საქართველოში არსებობს, შესაბამისად, მას არ მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი. კანონმდებლობა თუ შეიცვლება ამ მიმართულებით, მაშინ მას მიენიჭება დაზარალებულის სტატუსი,” – განაცხადა შალვა თადუმაძემ.
The post ხოშტარია: შალვა თადუმაძე მისივე ინიციატივით ჩაეწერა ჯალათების სიაში appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...