- Advertisement -

ხოშტარია: ხელისუფლება ეკონომიას ბიუროკრატიული ხარჯების ნაცვლად, დევნილებზე გეგმავს

525

"ცოტა ხნის წინ, ხელისუფლებამ გამოაქვეყნა გეგმა და აგრძელებს მასზე მუშაობას, რომ დევნილებზე გააკეთოს ეკონომია ნაცვლად ბიუროკრატიულ ხარჯებზე და შეუმციროს ასი ათასობით დევნის შემწეობა, რომელიც რეალურად არის არა დახმარება, არამედ პოლიტიკური, სოციალური და მორალური ვალდებულება, რაც სახელმწიფოს გააჩნია დევნილების წინაშე"-ამის შესახებ "მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს" წარმომადგენელმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

ელენე ხოშტარიას განცხადებით, ევროპულმა საქართველომ ალტერნატიული ინიციატივა შეიმუშავა. 

"ჩვენ ეს გეგმა რა თქმა უნდა გავაკრიტიკეთ, თუმცა გარდა კრიტიკისა, ჩვენ შევიმუშავეთ ალტერნატიული ინიციატივა, რომელიც არის დეტალურად გათვლილი და აჩვენებს საზოგადოებას და მთავრობას, რომ არა თუ ეკონომია, არამედ სრულიად შესაძლებელია, რომ ჩვენ ამ ადამიანებს გავუზარდოთ შემწეობა 60 ლარამდე. რა თქმა უნდა ეს არ არის საკმარისი ამ ადამიანებისთვის. ეს არის ის მინიმალური, რაც უნდა გამოხატავდეს სახელმწიფოს დამოკიდებულებას ამ ჯგუფის მიმართ.

სახელმწიფო უნდა ცდილობდეს არა მათი მდგომარეობის გაუარესებას, არამედ გაუმჯობესებას. ჩვენ გვაქვს ასევე ინიციატივა, რომ პოლიტიკური გარანტი დევნილთა სტატუსის იქნება ჩვენს სახელმწიფოში შენარჩუნებული, პატივს სცემს ეთნიკური წმენდის შედეგად გამოგდებულებს საკუთარი სახლებიდან სამომავლოდ ამზადებს საფუძველს, რომ ეს ადამიანები ღირსეულად დაბრუნდნენ სახლში,’’ – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

Comments
Loading...