- Advertisement -

ხოშტარია: 13 ივნისის სტიქიით დაზარალებული ოჯახების ნაწილს დახმარება არ მიუღია

441

„სამწუხაროდ დარჩენილია ოჯახები, რომლებსაც უწევთ კაბინეტებში სიარული და უწევთ მტკიცება , რომ არ მიუღიათ კომპენსაცია, ნაწილი ცხოვრობს დანგრეულ სახლში ნაწილს კი საერთოდ არ აქვს მიღებული დახმარება",-ამის შესახებ "მოძრაობა თავისუფლებისთის-ერვოპული საქართველოს" წარმომადგენელმა ელენე ხოშტარიამ 13 ივნისის სტიქიით დაზარალებულებთან დაკავშირებით განაცხადა. 

"დიდი მსხვერპლი იყო მართლაც წარმოუდგენელი შრომა გასწიეს ახალგაზრდებმა ეს პოზიცია მათ სპონტანურად დაგეგმეს და შეიკრიბნენ, ეს იყო მართლაც შთამბეჭდავი, როდესაც იხსენებენ ახალგაზრდები 13 ივნისის დღის ისტორიებს წარმოუდგენელი სამუშაოები განახორციელეს ფიზიკურად კარნახის და ანაზღაურების გარეშე . ეს უნდა იყოს მაგალითი და ჩვენ თუ მოვეჭიდებით და ორიენტაციას გაუკეთებთ ამ პოზიტიურ ფაქტს იქნება მნიშვნელოვანი",-განაცხადა ელენე ხოშტარიამ. 

დღეს, 13 ივნისის ტრაგედიიდან ორი წელი გავიდა. 13 ივნისს ვერეს ხეობაში მომხდარ ტრაგედიას 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 1 ადამიანი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. სტიქიამ 160 ოჯახი დააზარალა, 10 ოჯახი კი საერთოდ უსახლკაროდ დარჩა.

Comments
Loading...