- Advertisement -

ხულორდავა:საკონსტიტუციო ცვლილებებზე ევროპარლამენტის პოზიცია ვენეციის კომისიის შესაბამისი იქნება

361

"საკონსტიტუციო ცვლილებებთან მიმართებაში ევროპარლამენტის პოზიცია ვენეციის კომისიის შეფასების შესაბამისი იქნება", – ამის შესახებ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ თამარ ხულორდავამ პარლამენტში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტის წევრებისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

დეპუტატის თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებს, ასევე პოლიტიკურ პროცესებში ქალთა მონაწილეობის საკითხს.

"ამ ვიზიტის ფარგლებში შედგა პირველი შეხვედრა, ჩვენ ვისაუბრეთ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, ევროპარლამენტარები მიესალმებიან იმ პროგრესს, რომელიც საქართველოს აქვს და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში შეინიშნება. ამ მხრივ აღსანიშნავია წლევანდელი განსაკუთრებული მოვლენა, ვიზალიბერალიზაციის სახით, ასევე ენერგეტიკულ სექტორში გვაქვს მნიშვნელოვანი პროგრესი ევროკავშირთან ურთიერთობების კუთხით. დღევანდელი შეხვედრა, გარდა ამ საკითხებისა შეეხო მიმდინარე რეფორმებს, ვისაუბრეთ საკონსტიტუციო რეფორმის პროცესზეც, ერთ-ერთი საკითხი, რომელიც დააყენეს ევროპარლამენტარებმა, ეს იყო ქალთა უფრო აქტიური მონაწილეობის აუცილებლობა პოლიტიკურ პროცესებში", – აღნიშნა თამარ ხულორდავამ.

Comments
Loading...