- Advertisement -

ხულორდავა: მუხთარლის საქმეზე კითხვის ნიშნები არსებობს და მათ ღირსეული პასუხი უნდა გაეცეს

538

"ევროპარლამენტი რეზოლუციაზე მსჯელობს, რომელიც მიმართულია აზერბაიჯანისკენ. ეს არის რეზოლუცია, რომელიც აფგან მუხთარლის საქმეს ეხება, ზოგადად, მედიის მდგომარეობას აზერბაიჯანში. ბუნებრივია, რომ ეს რეზოლუცია მუხთარლის საქმით იწყება. სრულიად ბუნებრივი მოწოდებაა საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომ საქმეზე დროული და გამჭვირვალე გამოძიება ჩატარდეს,"-განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ თამარ ხულორდავამ.

მისი განცხადებით აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმესთან დაკავშირებით ბევრი შეკითხვა არსებობს, რომელსაც ღირსეული პასუხები უნდა გაეცეს.

"ამ საქმესთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არსებობს, რომელიც ღირსეული პასუხი უნდა იყოს გაცემული და ეს ვალდებულება ჩვენს სამართალდამცავ სისტემებს ნამდვილად აქვთ. ჩემთვის ის რეზოლუცია გასაოცარი ნამდვილად არ არის, რომელზეც ევროპარლამენტი მსჯელობს.

ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა და ამ ფაქტის მიმართ ინტერესი დიდია, რომელიც სათანადო და დროული გამოძიებით უნდა დავაკმაყოფილოთ. ამ რეზოლუციის აღწერილობით ნაწილში მითითებებია სხვადასხვა წყაროებზე, საიდან ხდება ინფორმაციის მოძიება. ეს მტკიცებით ფორმით არ არის ნათქვამი. რაც შეეხება ამ პარაგრაფს, მეც დავინტერესდი და განცხადებები ინდივიდუალურ რეჟიმში განიხილება, რაიმე მასიურ შეფერხებას ადგილი არ აქვს რომ უარი ეთქვათ. ეს ჩვეულებრივი პროცედურაა. ვიცით, რომ აზერბაიჯანის მოქალაქეებს ბინადრობის მოწმებები დღესაც ეძლევათ, ვადა უგრძელდებათ და მათი თავშესაფრის მოთხოვნებიც განიხილება. ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა, ის რომ ქართული მხარემ მოთხოვნა დააყენა აზერბაიჯანი მხარის მიმართ, რომ შესაძლებლობა მოგვეცეს მუხთარლი დავკითხოთ და ეს ძალიან მნიშვნელოვანი წყაროა, რომელიც გამოძიების სწორად და დროულად წარმართვაში მნიშვნელოვან როლს შეიტანს. იმედი მაქვს, რომ ამ ნაბიჯებით შედეგთან დროულად მივალთ. თუ კითხვები პასუხგაუცემელი დარჩა, ჩვენ ყველა ღონისძიება უნდა გამოვიყენოთ, რომ პასუხები ყველა კითხვაზე გვქონდეს. პირველ ეტაპზე ვიფიქრებდი იმაზეც, გამოძიებაში პროკურატურაც ჩაერთოს. ეს იყოს პირველი ნაბიჯი და ახალი მექანიზმის მოგონება თვითმიზანი ნამდვილად არ არის,"-განაცხადა თამარ ხულორდავამ.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტს „მუხთარლის საქმე ევროპარლამენტში კენჭს ხვალ უყრიან. რეზოლუციის პროექტში , აფგან მუხთარლის შესაძლო გატაცებასთან და აზერბაიჯანში მის უკანონო გადაყვანასთან დაკავშირებით შეშფოთებაა გამოთქმული და ფაქტს „საერთაშორისო და ჰუმანიტარული სამართლის დარღვევად“ მიიჩნევენ.

Comments
Loading...