- Advertisement -

ხულორდავა სტოლტენბერგის განცხადებაზე: ეს იყო დაფასება და რეფორმების პოზიტიური შეფასება

518

ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებას პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა აფასებს. როგორც ხულორდავამ რუსთავი 2-თან განაცხადა, ეს განცხადება იყო დაფასება და პოზიტიური შეფასება იმ რეფორმების გამო, რომელიც საქართველომ განახორციელა. 

"ჩვენ გვაქვს უპრეცენდენტოდ აქტიური, მჭიდრო თანამშრომლობა ნატოსთან. ნატოს კარი ღია რჩება, კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ამ განცხადებაში და ხაზგასმა მოხდა იმ წარმატებული პროცესებისა, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს, ნათლად გამოჩნდა იმ განცხადებაში, რომელიც გენერალურმა მდივანმა გააკეთა. ის საუბრობდა საქართველოს შთამბეჭდავ რეფორმებზე დემოკრატიული ინსტიტუტების, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების და კორუფციასთან ბრძოლის კუთხით. ეს არ იყო შენიშვნა, ეს იყო პირდაპირი დაფასება და პოზიტიური შეფასება იმ რეფორმების, რომელიც ამ სამი მიმართულებით განხორციელდა",-განაცხადა თამარ ხულორდავამ. 

ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, საქართველო შთამბეჭდავ რეფორმებს ახორციელებს, აძლიერებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ახდენს თავდაცვითი სტრუქტურების მოდერნიზებას და ებრძვის კორუფციას, ეს ყველაფერი კი, სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო-ში გაწევრიანების ნაწილია.

Comments
Loading...