- Advertisement -

ხულორდავა: უვიზოდ გადაადგილებით უკვე ისარგებლა საქართველოს 2 909 მოქალაქემ

528

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ თამარ ხულორდავამ პარლამენტში განაცხადა, რომ უვიზო მიმოსვლით უკვე ისარგებლა 2 909 ადამიანმა და აქედან მხოლოდ რამდენიმე მოაბრუნეს საზღვრიდან უკან, ისიც ძალიან ობიეტური მიზეზების გამო.

"უვიზოდ გადაადგილებით უკვე ისარგებლა საქართველოს ბევრმა მოქალაქემ, ზუსტად გეტყვით, რომ ეს არის 2 909 ადამიანი, გუშინდელი მონაცემებით. თუმცა ამ შესაძლებლობით კიდევ ისარგებლა. ბევრი სკეპტიკოსის მიუხედავდ და სკეპტიკური პოზიციების მიუხედავად მახარებს ის რომ საზღვრიდან მობრუნების ფაქტები არის სულ თითზე ჩამოსავთვლელი. ისიც გამომდინარეობს ობიექტური მიზეზებიდან, როდესაც ადამიანებს არ აქვთ დოკუმენტები თან რომელიც მათ მოეთხოვებათ საზღვრის გადაკვეტის დროს", – განაცხადა თამარ ხულორდავამ. 

უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებთან 28 მარტს ამოქმედდა. 

Comments
Loading...