2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ხულოსა და ქედაში სულ 84 საარჩევნო უბანი გაიხსნება. ინფორმაცია „აიპრესს“ საარჩევნო კომისიის თვმჯდომარეებმა მიაწოდეს.
როგორც "აიპრესს" ხულოს 84-ს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ნოდარ მელაძემ განუცხადა, ხულოს 84-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში 53 საარჩევნო უბანი გაიხსნება.
მისივე თქმით, 15 ივლისის მონაცემებით, 23 ათას 960 ამომრჩეველია რეგისტრირებული. 53 უბნიდან მხოლოდ 13 უბანია ადაპტირებული, აქედან წარმომადგენლობით ორგანოში 9 მაჟორიტარული ოლქია და 15 პროპორციული წესით არჩეული.
ქედის 82-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ალი ნააშიძის ინფორმაციით, ქედის 82-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში ივლისის მონაცემებით, 15 632 ამომრჩეველია რეგისტრირებული. მუნიციპალიტეტში სულ 31 საარჩევნო უბანი გაიხსნება, საიდანაც 23 უბანი ადაპტირებულია