- Advertisement -

ხულოს ბიბლიოთეკის მუდმივი სტუმრები- ფოტოამბავი მაღალმთიანი აჭარიდან

361

ხულოს საჯარო ბიბლიოთეკაში ხალხთა სიმრავლე ყოველთვის შეინიშნება, არც დღევანდელი სიმრავლე გაგკვირვებია, „წიგნის საჯაროდ კითხვის“ მსოფლიო დღეს, თუმცა „აიპრესის“ ყურადღება ამ სამმა მოხუცმა მიიქცია.

85 წლის ევბ მიქელაძეს სოფელ აგარიდან, 75 წლის ვაჟა ფასანიძეს სოფელ საციხურიდამ და იოსებ გელაძეს სოფელ აგარიდან ხულოს საჯარო ბიბლიოთეკა აერთიანებს.

როგორც სამივემ „აიპრესთან“ აღნიშნა, დაბა ხულოში ისე არ ჩამოვლენ, რომ ხულოს ბიბლიოთეკას არ ეწვიონ. გამომდინარე იქედან, რომ სოფელში არ არის ბიბლიოთეკა, არც გაზეთები და ჟურნალები მიეწოდებათ. დაბაში ჩამოსვლისას ბიბლიოთეკას მოაკითხავენ, სადაც ეცნობიან სიახლეებს და წიგნთან ერთად გაზეთ-ჟურნალებსაც კითხულობენ. 

Comments
Loading...