ხულოს მერიასთან არსებული ,,შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭო“-ს წევრებმა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდაგანსაკუთრებული საჭიროებისმქონე პირთა საჭიროებებზე, არსებულ გამოწვევებსა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში აღნიშნულ პირთა ჩართულობის მნიშვნელობაზე.
,,შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭო“ თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს მუნიციპალიტეტში განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა საჭიროებების გამოვლენას და მათთვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფისათვის აუცილებელი პირობების შექმნას.
,,შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭო“-ს რეკომენდაციის საფუძველზე, მუნიციპალიტეტის მერიაში მიმდინარე წლიდან უკვე ამოქმედდა ახალი სოციალური პროგრამა, რაც ითვალისწინებს შშმ პირებისათვის ასისტენტით მომსახურებას.
გარდა ამისა, აღნიშნულ პირთა ღირსეული თანაცხოვრებისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფისათვის მოქმედებს შემდეგი პროგრამები 👇
▪️ ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამაში ჩართულ ბენეფიციართა ფინანსური დახმარება;
▪️ მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებზე მობილური გუნდის მომსახურება;
▪️ მოვლის საჭიროების მქონე შშმ პირებისათვის ყოველთვიური ფინანსური დახმარება;
▪️ ონკოლოგიურ და ხანგრძლივ მკურნალობას დაქვემდებარებული დაავადებების და მძიმე ტრავმული დაზიანებების მქონე სოციალურად შეჭირვებულ პირთა ოჯახებზე ერთჯერადი მატერიალური დახმარება;
შშმ პირთა ღირსეული თანაცხოვრებისა და მათი თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის მიზნით, მუნიციპალიტეტის მერია არ გასცემს სამშენბლო ნებართვას თუ ის არ იქნება განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისათვის ადაპტირებული.