- Advertisement -

ხულოში ხანძრის სალიკვიდაციოდ საგანგებო შტაბი შეიქმნა

370

ხულოში, შავნაბადას მთაზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებთან დაკავშირებით საგანგებო შტაბი შეიქმნა, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ხელმძღვანელობს,- ამის შესახებ ინფრომაციას აჭარის ა.რ მთავრობა ავრცელებს.

შტაბის შემადგენლობაში არიან შშს-ს, სამაშველო სამსახურის, აჭარის საგზაო დეპარტამენტის, აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს და ხულოს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები.

ზურაბ პატარაძემ სამაშველო ვერტმფრენის საშუალებით ტერიტორია დაათვალიერა. ვერტმფრენის საშუალებით ასევე მოხდა მეხანძრეებისთვის დამატებითი საჭირო ინვენტარის მიწოდება.

ოთხ ლოკაციაზე სახანძრო სამაშველო ბრიგადები მეტყევეებთან ერთად იმყოფებიან. ადგილზე მობილიზებულია ხულოს, შუახევისა და ქედის სახანძრო სამშაველო ბრიგადებისა და სატყეო სამსახურების 200-მდე თანამშრომელი. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ადგილობრივებიც არიან ჩართულები.

Comments
Loading...