- Advertisement -

ხულოში 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე 6 დამოუკიდებელი კანდიდატია რეგისტრირებული

454

2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ხულოს 84 საარჩევნო ოლქში ექვსი დამოუკიდებელი კანდიდატის საინიციატვივო ჯგუფი დარეგისტრირდა,. ამის შესახებ 'აიპრესს" ხულოს 84 ოლქის თავმჯდომარე ნოდარ მიქელაძემ განუცხადა.

მისივე თქმით საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა 50 ხელწერა, კომისიის მიერ კი შემოწმებული იქნა, რის შედეგადაც მოხდა კანდიდატების დარეგისტრირება.

ხულოში ყველაზე მეტი დამოუკიდებელი კანდიდატი დიოკნისის მე-5 ოლქში დარეგისტრირდა, აქ სულ ოქხი დამოუკიდებელი კანდიდატია რეგისტრირებული- მამუკა ღორჯომელაძე, ლევან საგინაძე, ლევან გელაძე და ზაურ ბოლქვაძე.

ერთი დამოუკიდებელი კანდიდატია რეგისტრირებული ხულოს ცენტრალურ მაჟორიტარულ ოლქში-გელა თავართქილაძე.

მერაბ აბულაძე კი თხილვანის მე-7 მაჟორიტარული ოლქის დამოუკიდებელი კანდიდატად იყრის კენჭს.

Comments
Loading...