- Advertisement -

ხუნდაძე: “ბახალას” 45 აბი სუბოტექსის შეძენა-შენახვისთვის ახალი კანონპროექტითაც დააკავებდნენ

371

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი ხუნდაძემ გადაცემა "განსხვავებულ აქცენტებში" განაცხადა, რომ გიორგი გიროგანაშვილს(ბახალა) ახალი კანონპროექტითაც კი, 45 აბი სუბოტექსის ქონის გამო, დააკავებნდნენ და მაინც გაასამართლებდნენ.

"მე ძალიან გამიჭირდება დაჯერება და ალბათ თქვენც, რომ ერთი ადამიანისთვის იყოს საჭირო 360 ინეციური დოზა ნარკოტიკული თრობისთვის.

ზოგი ამბობს, რომ მას არ უფიქსირდება გასაღება, მაგრამ ერთი წუთით, ჩადებაზე მიმდინარეობს გამოძიება, ნუ იქნებით თქვენ პროკურორი და ნურც მე, არც მე ვარ ადვოკატი და არც თქვენ, ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ რეგულაციაში და გვჯერა, არ გვჯერა და აქციებზე გადავწყვიტოთ, ვინ უნდა დავიჭიროთ და ვის რა მუხლი უნდა მივუსაჯოთ, მაშინ გავაუქმოთ სასამართლო, გავაუქმოთ პოლიცია, გავაუქმოთ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი და ქუჩაში გადავწყვიტოთ, ვინ რომელ მხარეს უფრო მეტი დადგება.

ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის საქართველოში პრაქტიკულად არავის იჭერენ.

ჟურნალისტის კითხვაზე, ფიქრობთ თუ არა, რომ 45 აბი ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის 8-დან 20 წლმადე არის ადეკვატური სასჯელი? დეპუტატის უპასუხარ, რომ

''მიზანი უნდა იყოს იმდაგვარი, რომ ქვეყანაში ნარკოტიკების მოხმარება შემცირდეს, მაგრამ კანონოპროექტი არ უნდა დავიყვანოთ იქამდე, დავიჭიროთ, თუ არ დავიჭიროთ, ეს კანონპორექტი საკმაოდ მასშტაბურიაა და კონკრეტული ჩანაწერებია, რომელიც უნდა არეგულირებდეს, როდის უნდა დავიჭიროთ და როდის არა და გამსაღებლებზე რა სასჯელები უნდა იყოს. სასჯელები გადასახედია, მაგრამ არა მხოლოდ ლიბერალიზაციის კუთხით, არამედ ზოგი მიმართულება უნდა გამკაცრდეს კიდეც, 45 აბით უნდა ისჯებოდეს თუ არა მისი მფლობელი, თუნდაც არ იყოს გამსაღებელი? აუცილებლად უნდა ისჯებოდეს და მოლოდინი რომ გაჩნდა, თითქოს ჩვენ თუ ერთი კვირის წინ მივიღებდით ამ კანონპროექტს და კონკრეტულად ''ბახალა'', ან პირი იგივე რაოდენობის ნარკოტიკის ფლობის შემთხვევაში, და მას არ დაიჭერდნენ, ეს არის აბსოლუტურად არასწორი. ახალი კანონპროექტითაც კი მას აუცილებლად დაიჭერდნენ", – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ მსახობ გიორგი გიორგანაშვილს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

2017 წლის 14 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი გიორგანაშვილს ("ბახალას") აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა 20 000 ლარიანი გირაოთი შეუცვალა და დარბაზიდან გაათავისუფლა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გიორგანაშვილი ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. გამოძიება სსკ-ის 260- ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" პუნქტით მიმდინარეობდა, რაც ნარკოტიკული ნივთიერების განსაკუთრებით დიდი ოდენობით შეძენა-შენახვას გულისხმობს. თუმცა, "ბახალა" პოლიციის თანამშრომლებს უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებს, რის გამოც მთავარ პროკურატურაში პოლიციელების წინააღმდეგ გამოძიება დაწყებულია.

Comments
Loading...