- Advertisement -

ხუნდაძე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე: ვემზადებით ჩასაგდებად!

11

“სხდომაზე ძალიან ბევრი ვისაუბრეთ. საკმაოდ ცხელი გამოვიდა სხდომა. თემა არის ძალიან მნიშვნელოვანი. აქ არის საუბარი, თუ როგორ უნდა გააგრძელოს შემდეგი პოლიტიკური ცხოვრება ქვეყანამ – ეყოლება ქვეყანას სტაბილური და ძლიერი ხელისუფლება, თუ ეყოლება რყევადი და სუსტი ხელისუფლება.
პარტიის თავმჯდომარემ არ მოგვცა საშუალება, რომ სარეიტინგო კენჭისყრაზე დაგვეყენებინა საკითხი. მე დავსვი საკითხი ნათლად- არის უფრო მეტი მხარდამჭერი, რომ ეს პროექტი არ გავიდეს, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია, და ვიდრე წარმოუდგენია იმ უმრავლესობას, რომლის სხდომაზეც ვიყავით ჩვენ. მაგრამ აქ თუ არ მოხდა დათვლა, დათვლა მოხდება პარლამენტში.
უმრავლესობას არ დავტოვებ, ვაგრძელებ ბრძოლას იმისათვის, რომ მხარდამჭერთა რაოდენობა იყოს ბევრი, იმაზე მეტი, ვიდრე არის დღეს, რომ ჩვენ სწორი პოლიტიკური ცხოვრება გავაგრძელოთ და ქვეყანას საფრთხეები და რყევები ავაცილოთ.“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
The post ხუნდაძე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე: ვემზადებით ჩასაგდებად! appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...