- Advertisement -

ხუნდაძე: რთულია კომენტარის გაკეთება ნასვამი საეკლესიო პირის აბსურდულ განცხადებებზე

21

ქართული ოცნების დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე ბოდბელი ეპისკოპოსის, იაკობის გაკეთებულ განცხადებებს “დაუჯერებელს” და “აბსურდულს” უწოდებს.
“რთულია კომენტარის გაკეთება ასეთ აბსურდულ განცხადებებზე, მითუმეტეს, როცა საეკლესიო პირი, უმაღლესი თანამდებობის პირი ნასვამ მდგომარეობაში აკეთებს ასეთ დაუჯერებელ, აბსურდულ განცხადებებს” – ამბობს ხუნდაძე.
შეგახსენებთ, 26 ოქტომბერს, ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა თქვა, რომ ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა, ე.წ ციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე, სახელისუფლებო პირები და “ზოგიერთი ბიზნესმენი”, მათ შორის ვანო ჩხარტიშვილი პატრიარქ ილია II-ის მკვლელობას გეგმავდნენ.
The post ხუნდაძე: რთულია კომენტარის გაკეთება ნასვამი საეკლესიო პირის აბსურდულ განცხადებებზე appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...